ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/07/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ბანკთაშორისი ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?" გამარჯვებული თიბისი ბანკი გახდა
29 ივლისს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკთაშორისი ინტელექტუალური თამაში "რა? სად? როდის?" გაიმართა, რომელიც ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ბანკის, თიბისი ბანკის, საქართველოს ბანკის, ვითიბი ბანკის, ტერაბანკის, კრედო ბანკისა და ქართუ ბანკის თანამშრომლებმა მიიღეს.

ტურნირი 36 კითხვისგან შედგებოდა და გამარჯვებული თიბისი ბანკის მოაზროვნეთა გუნდი გახდა. გამარჯვებულ გუნდებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამახსოვრო პრიზები გადასცა.
"როგორც იცით, 2019 წელი ჩვენთვის განსაკუთრებული წელია, ვინაიდან ეროვნული ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. დღევანდელი ტურნირიც ამ თარიღს მივუძღვენით. სწორედ დიდი ინტელექტუალური რესურსი არის ის, რასაც ეფუძნებოდა 100 წლის წინ პირველი ცენტრალური ბანკი, სწორედ ეს რესურსი და მუდმივი განვითარებაა ის ფუნდამენტი, რომელზეც დღევანდელი საბანკო სექტორი დგას, სექტორი, რომელიც ნამდვილად არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და განვითარებული მიმართულება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1495