ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/04/2018
ბაქოში მესამე შოპინგ ფესტივალი გაიმართება
ყველაზე მოსალოდნელი ღონისძიება - ბაქოს შოპინგ ფესტივალი, რომელიც ისევ გადააქცევს ბაქოს მსოფლიო სავაჭრო ცენტრად, გაიმართება 1-დან 31 მაისამდე. ტრადიციულად, ადგილობრივ მოსახლეობას და ქალაქის სტუმრებს შესთავაზებენ მრავალფეროვან და მომგებიან შოპინგ შეთავაზებებს. თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ მაღალი ხარისხის საქონელს და ასევე გსურთ ფულისა და დროის დაზოგვა, არ გამოტოვოთ ბაქოს შოპინგ ფესტივალი!
ისარგებლეთ სპეციალური კამპანიებისა და ფასდაკლებების შემოთავაზებებით!

ამჯერად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 800-მდე მაღაზია! მხოლოდ ბაქოს შოპინგის ფესტივალის დღეებში, სპეციალური კამპანიებისა და ფასდაკლების აქციების ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ წამყვანი ბრენდების ტანსაცმელი, ელექტრონიკა, საყოფაცხოვრო ტექნიკა, ავეჯი, პარფიუმერია და კოსმეტიკა, და ასევე სხვა პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. ისევე როგორც შემოდგომის 2017 წ. ფესტივალზე, ჩვენ შემოგვიერთდებიან სუპერმარკეტებიც.
TAX FREE – უფრო მომგებიანი შოპინგი!

მესამე შოპინგ ფესტივალის დროს, 1-დან 31 მაისამდე, ისევე როგორც 2017 წელს, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მოქალაქეები ფასდაკლებებთან ერთად მიიღებენ დაარჯული თანხის დაბრუნების შესაძლებლობას tax free სისტემის მეშვეობით თუ კი დახარჯული თანხა 100 AZN (დაახლოებით 59 USD) აღემატება, ყველა მაღაზიაში, რომელიც მონიშნული იქნება “Baku Shopping Festival – Tax Free” სტიკერით. თანხის დაბრუნება შესაძლებელი იქნება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე საბანკო ანგარიშზე გადარიხვით. ბაქოს შოპინგ ფესტივალის დროს თქვენ შეძლებთ საუკეთესო ფასად შეიძინოთ სასურველი ნივთი. ზემოთნახსენებ შესაძლებლობასთან ერთად, ფესტივალის დროს ორგანიზებული იქნება სპეციალური „მობილური“ გათამაშება, რომლის დროს გათამაშდება გასართობი თამაშები შოპინგ მოლში და სხვა სახალისო ღონისძიებები.
თუ თქვენ გაქვს მაღაზია, რესტორანი ან კაფე - შემოგვიერთდით!

ბაქოს შოპინგ ფესტივალის მონაწილედ შეიძლება გახდეს ნებსმიერი ქალაქ ბაქოში მდებარე მაღაზია, რესტორანი ან კაფე. ფესტივალში მონაწილეობის მსურველებს, რომელთაც სსურთ საკუთარ მომხმარებლებს, მისცეს თანხის დაბრუნების საშუალება TAX FREE მეშვეობით ან გახადოს საკუთარი ბრენდი მეტად ცნობილი ფესტივალის სარეკლამო აქციების მონაწილეობით, მოიზიდოს მეტი ადგილობრივი და უცხოელი მომხმარებელი - დაგვიკავშირდით! ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე info@bakushopfest.com ან დაგვიკავშირდით შემდეგ აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე: (+99455) 253-63-27, (+99455) 253-63-18.
ორგანიზაციის შესახებ
ბაქოს შოპინგ ფესტივალის წარმატებები:

ბაქოს შოპინგ ფესტივალი იმართება 2017 წლიდან, წელიწადში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში და აძლევს უამრავ უნიკალურ შემოთავაზებას აზერბაიჯანის მოქალაქეებსა და ჩვენს სტუმრებს. 2017 წლის გაზაფხულს და შემოდგომას ჩატარდა 2 შოპინგ ფესტივალი. მთლიანობაში, ამ პერიოდში ოფიციალურ მონაწილეთა ჯგუფს შემოუერთდა 600 მაღაზია, ასევე ჩატარებული იყო 71,331 ტრანზაქცია, TAX FREE სისტემის მეშვეობით, ადგილობრივ მყიდველებთან ერთად 6,500-ზე მეტმა ტურისტმაც ისარგებლა TAX FREE სისტემით.
წაკითხულია: 3307