ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ
17/07/2013
17 ივლისი 2013 წელი
დაუყონებლივი გავრცელებისათვის

კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია
ფონდი "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ"
საკონტაქტო პირი: ელდარ პირმისაშვილი
პიარ კონსულტანტი პიარ სააგენტო "პერიტუს გრუპი"
ტელეფონი: ქალაქი/ 2 904086 მობ: 558 44 55 66
ელ.ფოსტა: info@peritus.ge
ვებგვერდი: abeloff.ge/
სოციალური ქსელები: facebook.com/pages/Martin-D-Abeloff-Laboratory

ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ

დღეს 17 ივლისს 13:00 საათზე სასტურმო "რადისონი"-ს საკონფერენციო დარბაზში "მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია - კიბოს კვლევის ცნეტრი"-ს და პიარ სააგენტო "პერიტუს გრუპი"-ს ორგანიზებით ფონდის "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანი დაავადებულთა მხარდაჭერის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბიზნესის მხარდაჭერის მოპოვება არის.

ღონისძიება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ხუბუამ გახსნა. ღონისძიებას ასამდე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფონდის "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" დირექტორის ნინო პერტენავას წარდგენა ღონისძიებაზე მოხდა, ხოლო ფონდის პროექტის დირექტორმა ლაშა ღლონტმა ფონდის შესახებ პრეზენტაცია გამართა.

ფონდი ბიზნესის მხარდაჭერით დაუცველი ფენების იმ ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით.

მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია - კიბოს კვლევის ცენტრი არსებული უნიკალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პროფესიონალი კადრები სრული ონკოლოგიური სპექტრის მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

"პერიტუს გრუპი" ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ პროექტის პიარ-საკომუნიკაციო კამპანიას განახორციელებს.

წაკითხულია: 2336