პრესრელიზი
8 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელდარ პირმისაშვილი
5 58 44 55 66
eldarpr@gmail.com
ბიზნესი მსოფლიოს N 1-ი დაავადების, კიბოს წინააღმდეგ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით კიბო სიკვდილის მიზეზთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. საქართველოში ბოლო წლებში სიმსივნით 8 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. უკანასკნელი წლების განმავლობაში კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა 55%-ით გაიზარდა.
ამდენად, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კიბოს პროფილაქტიკა, პრევენცია და ადრეული დიაგნოსტირება ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად ითვლება. კიბო აღარ წარმოადგენს უკურნებელ სენს თუ მისი გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდა. სკრინინგის პროგრამებიც სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაზე მოხდეს. ადრე გამოვლენის შემთხვევაში კი განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება. ამავე დროს, გაცილებით მცირეა მკურნალობის ხარჯები, ვიდრე კიბოს შორსწასული ფორმების მკურნალობისას.
საქართველოში ფონდმა „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" მუშაობა დაიწყო.
აღნიშნული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სიმსივნით დაავადებულ პირთა დახმარებას.
ფონდი ონკოლოგიურ დიაგნოსტიკას დააფინანსებს, რაც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო დაზღვევის პროგრამებით. პროექტის ბენეფიციარია საქართველოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც საჭიროებს ონკოლოგიური დაავადების იმ ტიპის დიაგნოსტიკას, რომელიც არ იფარება სადაზღვევო და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
ფონდი „ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" წევრები (ბიზნეს ორგანიზაციები) ყოველთვიურად საწევროს სახით 1000, 500 ან 250 ლარს გადაიხდიან.
ესაა პროექტი, რომელიც კომპანიებს მისცემს საშუალებას, განავითარონ და გაიმყარონ საკუთარი პოზიციები ბაზარზე და ამავე დროს უდიდესი როლი შეასრულონ კაცობრიობის ნომერ პირველი მტრის, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ფონდში შემოსული თანხები მთლიანდ ხმარდება ონკოდაავადებულების გამოკლვლევებს.
კვლევებს „კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია ანხორციელებს.
მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ევროპის წამყვან კლინიკებში. ლაბორატორია აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების აპარატურით და ტესტ სისტემებით.
ფონდის "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" დირექტორის ნინო პერტენავას თქმით:
„ფონდის მთავარი დანიშნულებაა ბიზნესის ხელშეწყობით პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია მოსახლეობაში, კიბოს ნაადრევი გამოვლინება და კვლევა, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა, რაც გვაძლევს კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის საშუალებას და პაციენტის საბოლოო განკურნების მაღალ შანსს. ამჟამად ფონდის შემომწირველთა რიცხვი ყოველდღე იზრდება, ეს ის ორგანიზაციებია (პე-ეს-პე, ჯი-პი-სი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, სილქნეტი და ა.შ), რომლებმაც უკვე შემოტიანეს თანხები. ისინი გამოირჩევიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და ჩვეთან ერთად ებრძვიან ნომერ პირველ დაავადებას კიბოს"
ყველა ადამიანს შეუძლია უფასო გამოკვლევების ჩატარება, რომელიც მიმართავს აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრს და თან იქონიებს ექიმის ცნობას და ფორმა ასს. ფონდის დაფინანსებით ამჟამად აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრმა 115 ადამიანს 254 კვლევა ჩაუტარა, კლინიკა აღჭურვილია 2013 წლის დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით, ასევე გააჩნია ქიმიოთერაპიის ინდივიდუალური შერჩევის უნიკალური ლაბორატორული მეთოდი.
პიარ სააგენტო "პერიტუს გრუპი" ფონდს "ბიზნესი კიბოს წინააღმდეგ" პიარ/საკომუნიკაციო მხარდაჭერას გაუწევს.