ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბითიეი ბანკის მიერ მოგებით დასრულებული ფინანსური კრიზისის წელიწადი
02/02/2009

 

პრესრელიზი

2 თებერვალი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ბითიეი ბანკი
ლელი ბიბილაშვილი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
რეკლამის მენეჯერი 
მობ: +995 (95) 911583
ელ-ფოსტა: l.bibilashvili@bta.ge

ბითიეი ბანკის მიერ მოგებით დასრულებული ფინანსური კრიზისის წელიწადი

[PUBLICITY.GE] თბილისი, 2 თებერვალი, 2009  - მიუხადავად ფინანური კრიზისისა, რომელმაც მნიშვნელოვანწილად დააზარალა ქართული ბანკების უმრავლესობა, 2008 წელი „ბითიეი ბანკმა“ მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, თანხების დარეზერვების მიუხედავად, ბანკის წმინდა მოგება დეკემბრის თვის მონაცემებით 1,214,356 ლარს შეადგენს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევრაზიის საფინანსო ჯგუფის კრიზისის მართვის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოში შვილობილი „ბითიეი ბანკის“ მენეჯმენტს, თუმცა, წარმატების მნიშვნელოვანი გარანტი ბანკის ახალგაზრდა გუნდის ფაქტორი იყო, რომელმაც ქართული ბანკის მომავალი განსაზღვრა.

„ბითიეი ბანკის“ მიერ გლობალური კრიზისის ფონზე მოგებაზე გასვლა მის ფინანსურ სიძლიერესა და სტაბილურობაზე მეტყველებს.

„ბითიეი ბანკს“ ყაზახეთში ყველაზე მსხვილი აქტივების, 50 მლრდ დოლარის ექვივალენტი ოდენობის მოცულობა აქვს კონსოლიდირებული. „ბითიეი ბანკი“ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია. საქართველოში „ბითიეი ბანკის“ აქციონერები არიან ავსტრიის რაიფაიცენის ცენტრალური ბანკი, დიდი ბრიტანეთის რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია, ჰოლანდიის ადგილობრივი საინვესტიციო კორპორაცია, გერმანიის სამთავრობო წარმომადგენლობები FMO და DEG.

FitchRatings - მა 2008 წლის ბოლოს, „ბითიეი ბანკს“ გრძელვადიანი რეიტინგი B და მოკლევადიანი რეიტინგი B, მიანიჭა, რაც ამ ბანკის მოქნილობასა და დინამიურად ზრდის ტენდენციაზე მეტყველებს.

დღესდღეობით ბანკი საქართველოში წარმოდგენილია 7 ფილიალითა და სერვის ცენტრით. უახლოეს მომავალში ის გეგმავს სერვის ცენტრის გახსნას ნაძალადევის რაიონში და, ასევე, ქობულეთში.  

###

წაკითხულია: 7463