ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბითიეი ბანკმა ნაძალადევში ახალი სერვისცენტრი გახსნა
20/03/2009

 

 

პრესრელიზი

20 მარტი, 2009
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
„ბითიეი ბანკი"
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის მენეჯერი
ლელი ბიბილაშვილი
მობ: +995(95) 911583
l.bibilashvili@bta.ge

ბითიეი ბანკმა ნაძალადევში ახალი სერვისცენტრი გახსნა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 მარტი, 2009  - 2008 წლიდან „ბითიეი ბანკში" რებრენდინგის პროცესი  მიმდინარეობს. ამ პროცესის ერთ-ერთი ეტაპი სერვის-ცენტრების ახალი დიზაინით სტანდარტიზაციაა.  

2009 წლის 19 მარტს, 14.00-ზე,  ბანკმა პირველად ახალი დიზაინით გახსნა ნაძალადევის სერვის-ცენტრი, რომელიც დადიანის №15/90 მდებარეობს. დიზაინის ავტორი ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლიაა.

სერვის ცენტრის გახსნასთან ერთად „ბითიეი ბანკი" ნაძალადევის მოსახლეობას აქციას სთავაზობს.

ყველას, ვინც ერთი თვის განმავლობაში გახსნის დეპოზიტს ნაძალადევის ფილიალში,   სტანდარტულ დეპოზიტებზე დამატებით - 1, 5  საპროცენტო სარგებელს მიიღებს.   3 თვის განმავლობაში კი ბანკი კლიენტებს კომუნალურ გადასახადებზე უფასოდ მოემსახურება.

ბითიეი ბანკი მომხმარებელს ოთხი ტიპის დეპოზიტს სთავაზობს:

  • ვადიანი დეპოზიტი ;
  • საბავშვო დეპოზიტი;
  • მოთხოვნამდე დეპოზიტი;
  • ზრდადი დეპოზიტი.

„ბითიეი ბანკს" ყაზახეთში ყველაზე მსხვილი აქტივების, 25 მლრდ დოლარის მოცულობა აქვს.  „ბითიეი ბანკი" დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია.  

დღესდღეობით ბანკი საქართველოში წარმოდგენილია  უკვე 9  ფილიალითა და სერვის ცენტრით.  უახლოეს მომავალში ის სერვის ცენტრის გახსნას ქობულეთშიც გეგმავს.   

###

                                                                                                       

                                                            

 

 

წაკითხულია: 7821