პრესრელიზი
14 მაისი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
TBAGDAVADZE@BEELINE.GE
ბილაინი 2014 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს
თბილისი,14 მაისი, წამყვანი საერთაშორისო კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს " ვიმპელკომი " ( NYSE: VIP) რომელიც შპს " მობიტელის" TM Beeline - 51 %-ს ფლობს, 2014 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, 2014 წლის პირველი კვარტალთან შედარებით, 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში ბილაინის აბონენტთა რიცხვი 15 % ით გაიზარდა და აქტიურმა ბაზამ ერთი მილიონ ასი ათასი აბონენტი შეადგინა, რაც გარკვეულწილად მობილურ სეგმენტში ბილაინის მიერ უკონკურენტო შეთავაზებებმა გამოიწვია. ამავე მონაცემებით, ბილაინის შემოსავალი 2 %- ით შემცირდა.
"მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ კომპანია ბილაინის 2014 წლის პირველი კვარტლის შედეგებით აბონენტთა რაოდენობის ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია. იმის ფონზე , რომ გარკვეულწილად არაკონკურენტულ პირობებში გვიწევს ოპერირება იმის გამო რომ ჩვენი კომპანიისთვის დღემდე არ არის შესაძლებელი მეოთხე თაობის ინტერნეტის მიწოდება, აბონენტების რაოდენობის ზრდა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მონაცემია." - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტყეშელაშვილმა.