პრესრელიზი
13 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი აბონენტებს როუმინგში მობილურ ინტერნეტზე 75 % იან ფასდაკლებას სთავაზობს
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი სატელეკომუნიკაციო კომპანია ბილაინი მომხმარებელს მობილურ ინტერნეტზე დსთ-ს სივრცეში უკონკურენტო ფასდაკლებას სთავაზობს.
დღეიდან, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთში, ყირგიზეთში,უზბეკეთსა და ტაჯიკეთში მოგზაურობისა, მობილურ ინტერნეტს 75 % იანი ფასდაკლებით მიიღებს.
"მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ბილაინის აბონენტებს განსაკუთრებული კომფორტი შევუქმნათ, როგორც ტურისტული ასე საქმიანი მოგზაურობისას. ბილაინის ბრენდის მასშტაბურობამ, მოგვცა საშუალება ჩვენი აბონენტებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობებით შეგვეთავზებინა სერვისი, მობილური ინტერნეტი , რომელზეც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. " თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.