პრესრელიზი
5 სექტემბერი
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი ახალციხის საუკეთესო შედეგის მქონე ათ სტუდენტს დაასაჩუქრებს
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული შედეგების მიხედვით ახალციხეში მცხოვრებ 10 საუკეთესო სტუდენტს დააჯილდოებს. კომპანია ყველაზე მაღალი შედეგის მქონე აბიტურიენტს პერსონალურ კომპიუტერს, ხოლო დანარჩენ 9 სტუდენტს ბილაინის მობილურ ტელეფონებს გადასცემს.
დაჯილდოვება 6 სექტემბერს ,13:00 საათზე ბილაინის ახალი ოფისში ახალციხის განახლებულ ტურისტულ ცენტრში გაიმართება.
" მოხარულები ვართ, რომ ბილაინს საშუალება ეძლევა აბიტურიენტებისათვის ასეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპზე, მხარი დაუჭიროს და მათი სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო და შემეცნებითი გახადოს.
ბილიანი ერთადერთი მობილური ოპერატორია,რომელიც განახლებულ ტურისტულ ცენტრში მოემსახურება ტურისტებს,სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ რეგიონის წინაშე ." განაცხადა ბილაინის ახალციხის ფილიალის დირექტორმა შალვა დალალიშვილმა.
###
"ვიმპელკომი", ერთ-ერთი ყველზე დიდი და ინტეგრირებული ტელეკომუნიკაციების მომსახურების ოპერატორია, რომელიც გთავაზობთ ფართო სპეკტრს უკაბელო, ფიკსირებული და ფართოხაოვანი კავშირს ინტერნეტთან რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეში, უზბეკეთში, ტაჯიკეთში, სომხეთში, საქართველშო, ყირგისზეთში, ვიეტნამში, კამბოჯაში, ლაოსში, ალჟირში, ბანგლადეში, პაკისტანში, ბურუნდიში, ზიმბაბუეში, ცენტრალურ აპრიკის რესპუბლიკაში, იტალისა და კანადაში. კომაპანია "ვიმპელკომი" ანხორციელებს ოპერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლის საერთო მოსახლეობა დაახლოებით 868 მილიონს ადამიანს შეადგენს. "ვიმპელკომი" უზრუნეყოფს მომსახურებას ბრენდით: "ბილაინი", "კიევსტარი", "ჯუს", "ვინდი", "ინფოსტრადა", "მობილნიკი", "ლეო", "ბანგლალიკნი", "ტელესელი", და "ჯეზი".
2011 წლის 31 მარტს " შპს. ვიმპელკომის" საერთო აბონენტების მაჩვენებელი, შადგენდა 186 მილიონს. "შპს. ვიმპელკომის" აქციები წარმოდგენილია ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე, სიმბოლოთი VIP. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.vimpelcom.com/