ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინი გარემოზე ზრუნვას განაგრძობს და მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების ქსელს აფართოებს
13/06/2011
 


პრესრელიზი

13 ივნისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge  

ბილაინი  გარემოზე  ზრუნვას  განაგრძობს და მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურების ქსელს აფართოებს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  13 ივნისი, 2011 წელი -  საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინმა , მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტი გამოიყენა  საბაზო სადგურის ასამუშავებლად.

მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგურები ბილაინმა ნოსტესა და სიონის ტერიტორიაზე დაამონტაჟა.

პირველი მზის ენერგიაზე მომუშავე საბაზო სადგური  ბილაინმა 2010 წელს მცხეთა-თიანეთის რაიონში, თბილისი-გუდაურის ავტომაგისტრალთან ახლოს  განათავსა, რომლის შედეგადაც გარკვეულწილად  შემცირდა ის ზიანი, რომელიც დედამიწას შეიძლება  საწვავის გამოყენების შედეგად მიადგეს.

მზის ელემენტი , ენერგიას მზის სხივით იღებს და შესაბამისად მისი ექსპლუატაციაში მიღებით , გარემოს დაბინძურება არ ხდება.

" იმ ეპოქაში, როდესაც  მუდმივად ხდება  ალტერნატიული ენერგო წყაროების ძიების  და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ბილაინმა  გადაწყვიტა მზის ენერგიის გამოყენება, თავისის საქმიანობისათვის.  იმედი გვაქვს , რომ ამ გონივრულ გადაწყვეტილებას გაგრძელება ექნება  და ჩვენი კომპანია კვლავ გამოიყენებს  მზის ენერგიის  გარემოს საკეთილდღეოდ." განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა
ანდრეი პიატახინმა.

 

წაკითხულია: 2337