პრესრელიზი
5 ივლისი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი გრანდიოზულ გათამაშებას იწყებს
[Publicity.Ge]თბილისი, 5 ივლისი, 2011 - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინის აბონეტებს, დღეიდან წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ.
გათამაშება 5 ივლისიდან 23 სექტმბრამდე გასტანს .დაწესებული პრიზებია:ორი ავტომანქანა ტოიოტა "პრადო" და სამი ორ კაციანი საგზური ბარსელონაში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში და რაც მთავარია საგზურის მფლობელები დაესწრებიან "ბარსას" თამაშს.
ბილაინის გრანდიოზულ გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც არსებულ, ისე ახალ და პორტირებულ აბონეტებსაც.
ბალანსის 3 ლარით შევსების შემთხვევაში, აბონენტი გახდება ლატარეის 1 ბილეთის მფლობელი, წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა უფასოა.
გათამაშებაში მონაწილეობისათვის, აბონენტმა უნდა აკრიფოს *500#. რეგისტრაცია უფასოა.
გამარჯვებული 25 სექტემბერს, რუსთავი 2 -ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდება.
„ ბილაინის აბონენტების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ მათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ეს წამახალისებელი გათამაშება, და პრიზები ხელმისაწვდომია როგორც არსებული აბონენტებისათვის, ისე მათთვის, ვინც შემდეგი ორი თვის განმავლობაში გახდება ჩვენი აბონენტი. ასე რომ ეს კიდევ ერთი სასიამოვნო მიზეზია ჩვენს ქსელში პორტირებისათვის „ ანდრეი პიატახინი