პრესრელიზი
18 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი დაფარვის ზონის შესახებ საინფორმაციო კამპანიას იწყებს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 18 ოქტომბერი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
დღეიდან ბილაინის ქსელით სარგებლობა, დუშეთის რაიონშიც გახდა შესაძლებელი. ბილაინის მოწვევით, ახალი საბაზო სადგურის ამუშავებას მედიის წარმომადგენლები და წამყვანი ბლოგერები დაესწრებიან.
ახალი საბაზო სადგურის ამოქმედების შემდეგ, ბილაინის კავშირით სარგებლობა დუშეთის მიმდებარე დასახლებებში და ბაზალეთშიც გახდება შესაძლებელი.
გარდა დუშეთის რაიონისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბილაინის დაფარვის ზონა გავრცელდა იმერეთის სოფლებში : გუბი და მაღლაკი, ტყაჩირი, პატრიანი, გეგუჩი, უგანტი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბილაინი აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.
"ბილაინის ამოცანა 2010 წლის წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დაფარვის ზონის გაფართოებაა. კომპანია მზად არის, დამატებითი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იმისთვის, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქსელზე გადმორთვა" - ანდრეი პიატახინი, გენერალური დირექტორი