პრესრელიზი
29 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი დაფარვის ზონის შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
[PUBLICITY.GE] თბილისი, 29 ოქტომბერი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას იწყებს.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ბილაინის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი გახდა სოფლებში, ფასანაური, ანანური, წინწყარო. გაუმჯობესდა დაფარვის ზონა თბილისის- ქუთაისის ტრასაზე.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბილაინი აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.
"ბილაინის ამოცანა 2010 წლის წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დაფარვის ზონის გაფართოებაა. კომპანია მზად არის, დამატებითი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იმისთვის, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქსელზე გადმორთვა" - ანდრეი პიატახინი, გენერალური დირექტორი