ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინი დაფარვის ზონის გაფართოებას განაგრძობს
13/12/2010


პრესრელიზი

13 დეკემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ბილაინი დაფარვის ზონის გაფართოებას განაგრძობს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  13 დეკემბერი, 2010 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური  გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

ბილიანის კავშირით უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ  სამეგრელოს სოფლებში:  საჯიჯაო , ხიბულა, ნარაზენი, ჯიხაშკარი.

შიდა ქართლის სოფლებში: წერონი, აბისი და აბანო. სამცხე ჯავახეთის სოფლებში : აზავრეთი, მინდაძე , აგარა , ხანდო და ახალქალაქი - ახალციხის ტრასა, ასევე აჭარის სოფლებში აჩკვა, ხალა, შუაგულე,ციხის ძირის და ჩაქვის ტრასა.

შეგახსენებთ, რომ   უკვე რამდენიმე თვეა,  ბილაინი  აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს   იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი  შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც  ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.

"ბილაინის ამოცანა 2010 წლის წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დაფარვის ზონის გაფართოებაა. კომპანია მზად არის,  დამატებითი  რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იმისთვის, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქსელზე გადმორთვა" - ანდრეი პიატახინი, გენერალური დირექტორი

წაკითხულია: 2780