ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინი დაფარვის ზონის გაფართოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
08/02/2011


პრესრელიზი

8 თებერვალი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge  

ბილაინი დაფარვის ზონის გაფართოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  8 თებერვალი, 2011 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური  გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

დღეიდან ბილაინის ქსელით სარგებლობა,  ლიკანში   გახდა შესაძლებელი.

ბილაინის   მოწვევით, ახალი საბაზო სადგურის ამუშავებას მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

გარდა ამისა, ჟურნალისტები მოინახულებენ ბორჯომი - ხარაგაულის ნაკრძალს და ბორჯომის პარკს.

" წლის დასაწყისში, ტელეკომუნიკაციის ბაზარზე, საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია მოსალოდნელი. მობილური  ნომრის პორტირების შესაძლებლობა  მისცემს აბონენტებს საშუალებას,  უფრო თავისუფლად , ნომერზე მიჯაჭვულობის გარეშე აირჩიონ   ოპერატორი.

ბილაინი კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას, აბონენტთა ბაზის ზრდის დინამიკის და მომხმარებელთათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შეთავაზების კუთხით,   ამას ემატება დაფარვის ზონის ზრდის დინამიკა, რომელიც რამდენიმე თვეა ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული"
ანდრეი პიატახინი, ბილაინი  გენერალური დირექტორი .

შეგახსენებთ, რომ   უკვე რამდენიმე თვეა,  ბილაინი  აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს   იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი  შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც  ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა, უნდა მიმართონ ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, არაუგვიანეს  9  თებერვლის  , 18.00-საათზე. ლიკანში სამგზავრო ავტობუსი გავა ბილაინის სათაო ოფისიდან , გორგასლის 6 ,  9 თებერვალს, 09.30-ზე.

წაკითხულია: 3501