პრესრელიზი
25 აგვისტო, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი კორპორაციული კლიენტებისათვის მიღებას აწყობს
[Publicity.Ge]თბილისი, 25 აგვისტო, 2011 - ბილაინი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის იმ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც ბილაინის კორპორაციული მომსახურებებით ყველაზე ხანგრძლივად და ნაყოფიერად სარგებლობენ.
ბილაინის კორპორაციული მიმართულება 2 წელია რაც ჩამოყალიბდა და მისი მომსახურებით 1500 ( ათასხუთასზე) მდე მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები სარგებლობს. მათ შორის არის , ლიდერი ბანკები, მედია საშუალებები, ფარმაცევტული თუ სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლები.
მიღება გაიმართება 26 აგვისტოს, 19.00- ზე , კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ბილაინის კორპორაციული განყოფილება ტრადიციულად გეგმავს მოაწყოს შეხვედრები არაფორმალურ გარემოში მის კლიენტებთან. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მხოლოდ ორი წელია რაც დავიწყეთ სერვისების შეთავაზება ბიზნესისთვის, უკვე 1500 ( ათასხუთასზე) - მდე კორპორაციული კლიენტის მოზიდვა შევძელით. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი შეთავაზებები ერთნაირად ხელსაყრელია როგორც მცირე ბიზნესისათვის , ასევე ისეთი კომპანიებისათვის , რომელსაც ათასობით თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.
სექტემბრიდან ვგეგმავთ უკონკურენტო შეთავაზების გამოტანას ბაზარზე, რაც ვთვლით, რომ განსაკუთრებით გაზრდის კორპორაციული კლიენტების რაოდენობას - " განაცხადა კორპორაციული განყოფილების ხელმძღვანელმა ნოდარ ბაღიშვილმა