16 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძეს
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინი მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სერვისს სთავაზობს
საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი, მომხმარებელს კიდევ ერთ ინოვაციურ სერვის სთავაზობს.
ბილაინის აბონენტები დღეიდან სამი ტიპის ფიქსირებული მობილური მომსახურების პაკეტით ბილაინ მიქსით სარგებლობას შესძლებენ, რომელთა ღირებულება თვეში 10 , 20 და 45 ლარი იქნება.
ამ მომსახურების გააქტიურებით, მომხმარებელს არ დასჭირდება იმაზე ფიქრი, თუ რა თანხას იხდის შიდა ან გარე ქსელზე დარეკვის, სმს-ის გაგზავნის ან მობილური ინტერტნეტის სარგებლობისას.
მობილური მომსახურების პაკეტი ბილაინი მიქსი სამი ტიპისაა, Beeline MIX S , რომლის გააქტიურებითაც, მომხარებელს შეუძლია ერთი თვის განმავლობაში ისაუბროს 150 წუთი, ნებისმიერ ქსელის და ფიქსირებული ტელეფონის აბონენტებთან , გააგზავნოს 1500 სმს ნებისმიერ ლოკალურ ოპერატორთან და ისარგებლოს 1500 მბ მობილური ინტერნეტით თვეში 10 ლარად.
Beeline MIX M , სადაც შედის 250 წუთი ნებისმიერ ქსელთან სასაუბროდ, 2500 სმს და 2500 მბ ინტერნეტი, რომლის გააქტიურების ღირებულება 20 ლარია.
Beeline MIX L , რომლის გააქტიურებითაც მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს 1000 წუთს, 10000 სმს, 100გბ მობილურ ინტერნეტს. Beeline MIX L -ის ღირებულება 45 ლარია.
მოხარულები ვართ, რომ ბილაინმა მომხმარებელს კიდევ ერთხელ შესთავაზა ინოვაციური პროდუქტი, რამდენიმე წლის წლის ბილაინი იყო პირველი კომპანია რომელმაც მომხმარებელს შესთავაზა სატარიფო გეგმის მცნება და მისცა საშუალება საკუთარი მოთხოვნების მიხედვით მოეხდინა სატელეფონო დანახარჯების ოპტიმიზაცია. სერვისი ბილაინი მიქსი არის კიდევ უფრო პროგრესული მომსახურება, როემლიც აძლევს საშუალებას ჩვენს არსებულ და ახალ აბონენტებს ზუსტად აკონტროლონ საკუთარი დანახარჯები და თანხა გადაიხადოს იმ მოცულობის მომსახურებაში რაც მას რეალურად სჭირდება. " განაცხადა თეონა ბაღდავაძემ, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.