პრესრელიზი
17 ივნისი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძეს|
+995 97 97 03 53
TEONABAGDAVADZE@GMAIL.COM
ბილაინიდან საერთაშორისო ზარების განხორციელება 9-ჯერ უფრო იაფი ხდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 ივნისი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინის ქსელის აბონენტებისათვის , საერთაშორისო მიმართულებებით დარეკვა 9 -ჯერ უფრო დაბალი ტარიფით იქნება შესაძლებელი.
ნებისმიერი აბონენტი, რომელიც აკრეფს პრეფიქსს 5500, ამერიკაში, კანადასა და ჩინეთში წუთში 10 თეთრად, საბერძნეთში, თურქეთში, რუსეთსა და დ.ს.თ-ს ყოფილ სივრცეში ( ბილაინის ნომრებზე) 20 თეთრად, ხოლი დ.ს.თ.ს ( სხვა ოპერატორებთან) და ევროპის ქვეყნებში 30 თეთრად შესძლებენ დარეკვას.
მომსახურებას არ სჭირდება აქტივაცია, არ აქვს არანაირი სააბონენტო გადასახადი ან დღიური მომსახურების გეგმა.
”ძალიან გვიხარია, რომ დღეიდან ბილაინის ნებისმიერი აბონენტი შესძლებს საერთაშორისო ზარების განხორცილებას ისეთ ქვეყნებში როგორიც არის ჩინეთი, ა.შ.შ და კანადა, იმაზე იაფად, ვიდრე სხვა ქსელის აბონენტები, საქართველოს ფარგლებში.
ჩვენ არა მხოლოდ ყველაზე კონკურენტულ ფასს ვთავაზობთ ჩვენს აბონენტებს საქართველოში მომქმედ მობილურ და ფიქსირებულ ქსელებზე, არამედ არ ვზღუდავთ მათ, თავისუფლად ისაუბრონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ” - განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.