პრესრელიზი
30 მარტი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის 2010 წლის ფინანსური და საოპერაციო შედეგები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 30 მარტი, 2011 წელი - წამყვანი საერთაშორისო კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს " ვიმპელკომი " ( NYSE: VIP) რომელიც შპს " მობიტელის" TM Beeline - 51 %-ს ფლობს, 2010 წლის ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების მიხედვით, 2009 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით , საქართველოში ბილაინის ინვესტიცია 467.8% -ით 3.19 მილიონი ა.შ.შ დოლარიდან, 18.11 მილიონ ა.შ.შ დოლარამდე გაიზარდა, გაუნაწილებელი წმიდა მოგება დაბეგვრამდე ( OIBDA) 467 % -ით, 0,62 მილიონიდან 3,29 მილიონამდე. კომპანიის მოგების ზრდამ კი 11 % შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა აბონენტთა აქტიურ ბაზის მაჩვენებლეშიც, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში 40 %- ით გაიზარდა. 24,3 % ით შეცირდა 1 წუთის საუბრის ღირებულება ბილაინის აბონენტებისათვის.
" მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ კომპანია ბილაინის 2010 წლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით დავასრულეთ ეს წელი. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 18.11 მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა, ასევე რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა ბილაინში დასაქმებულ ადამინათა რიცხვი." - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა