პრესრელიზი
20 ოქტომბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის აბონენტები ქსელის შეფერხების გამო კომპენსაციას მიიღებენ
[PUBLICITY.GE] თბილისი, 20 ოქტომბერი, 2010 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი მომხმარებელს კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს, 19 ოქტომბერს, ქსელის შეფერხებით მუშაობის გამო და ნებისმიერ აბონენტს, რომელიც გუშინდელი დღის ჩათვლით კომპანიის ქსელში იყო ჩართული, საკომპენსაციოდ ქსელის შიდა ზარებზე სასაუბროდ 60 უფასო წუთს ჩუქნის, რომლის გამოყენებაც მათ ნოემბრის ბოლომდე შეეძლებათ.
21 ოქტომბრიდან- 28 ოქტომბრის ჩათვლით,აბონენტებს კომპენსაციის მიღება ნომერზე 1111 SMS-ის გაგზავნით, ამავე ნომერზე დარეკვით შეეძლებ, ან შემდეგი კომბინაციიას *1111# აკრეფით შესძლებენ.
ხოლო 28 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, აბონენტებს კომპენსაციის მიღება აბონენტთა მომსახურების ცენტრში ( 0611) ზე დარეკვით შესძლებენ.
შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს დაახლოებით 10 საათით, ბილაინის ქსელი თბილის რამდენიმე უბანსა და ქვეყნის სხვა და სხვა რაიონში შეფერხებით მუშაობდა, რაც ქსელის ტექნიკურ ხარვეზებთან იყო დაკავშირებული.
"კიდევ ერთხელ გვინდა მოვუხადოთ ბოდიში ჩვენს აბონენტებს იმის გამო, რომ ქსელი გუშინ, თითქმის მთელი დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა. აბონენტის ბაზის ზრდასთან და ჩვენი ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ ადამიანების წინაშე , ვინც ირჩევს ბილაინს ირჩევს- " განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა ანდრეი პიატახინმა.