ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინის აბონენტების LOVE STORY
25/01/2011


პრესრელიზი

25 იანვარი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ბილაინის აბონენტების LOVE STORY

[PUBLICITY.GE] თბილისი,  25 იანვარი, 2011 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი, თავის აბონენტებს, ვალინტინობის დღესასწაულს ყველაზე რომანტიულ გარემოში გატარებას  სთავაზობს.

ბილაინი აბონენეტებს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებულ კონკურსებში მონაწილეობის მიღება  Facebook-ის და SMS -ების მეშვეობით შეეძლებათ.

კონკურსში გამარჯვებული ორი აბონენტი, რჩეულთან ერთად,  ლაგოდეხის ნაკრძალთან არსებულ  ლოპოტას კომპლექსში შეხვდება.

Facebook-ის გვერდზე არსებულ ფოტოკონკუსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მსურველებმა, 10 თებერვლის ჩათვლით, უნდა გამოგზავნონ საკუთარი გადაღებული სიყვარულის ახსნის ამსახველი  ორიგინალური ფოტო.ფოტოს ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს,  რჩეულთან ერთად, 2 დღეს გაატარებს ლოპოტას ტბაზე. ფოტოების გამოგზავნა ნებისმიერ მსურველს  ბილაინის ი-მეილზე contest@beeline.ge შეუძლია.ყველაზე ორიგინალური სასიყვარული ისტორიის ან ფრაზის ( Love Story) -ს კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, კი ტექსტი , 14  თებერვლამდე, სმს ნომერზე  70 70 -ზე უნდა გამოგზავნონ. საუკეთესო ისტორია, ასევე აირჩევა Facebook-ის  მეშვეობით.

''ვფიქრობთ, რომ შემოქმედი, ხელოვანი და უბრალოდ რომანტიული ადამიანებისათვის, ბილაინის კონკურსები საუკეთესო საშუალებაა, ძვირფასი ადამიანისათვის, სიყვარულის კიდევ ერთხელ დამტკიცებისათვის. გარდა იმისა, რომ  თქვენს ფოტოს, თუ LOVE STORY-ს 5000 -ზე მეტი ადამიანი ნახავს და შეაფასებს,  ლოპოტაზე გატარებული ორი რომანტიული დღე, დაუვიწყარი საჩუქარი იქნება ნებისმიერი ადამიანისათვის" - თეონა ბაღდავაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

წაკითხულია: 2816