პრესრელიზი
4 მაისი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის აბონენტებისათვის ფარიკაობის მასტერ კლასს მოაწყობენ
5 მაისი, ბილაინის აბონენტებისთვის, სპორტული კლუბის " სპორტი ნათელ მხარეზე" ფარგლებში თბილისში, ფარიაკობის მასტერ კლასი გაიმართება.
ბილაინმა და სამოყვარულო სპორტის ფედერაცია " სპორტი ყველასათვის" სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით სამოყვარულო სპორტულ კლუბი ჩამოაყალიბა.
ფარიკაობის მასტერ კლასი 5 მაისს 13.00-დან 17.00- მდე ფარიკაობის ფედერაციაში, ჭავჭავაძის 49 ბ ში გაიმართება.
სპორტულ კლუბში გაწევრიანება თავისუფალია ბილაინის ნებისმიერი აბონენტისათვის, წევრად გახდომა ბილაინის ოფიციალური ფესბუქის გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.
სპორტული კლუბის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა სპორტული აქტივობების დაგეგმვით, იმ ადამიანებისათვის, ვისთვისაც სპორტი არ არის პროფესიული საქმიანობა და იმ ძველი ქართული სპორტული სახეობების აღდგენა, რომელიც ამ ეტპაზე მივიწყებული ან ნაკლებად პოპულარულია.
სპორტული კლუბის ფარგლებში, 2012 წლის იანვრიდან გამოქვეყნდება ერთწლიანი სპორტული კალენდარი, სადაც ყველა იმ სპორტული აქტივობის ჩამონათვალი იქნება, რომელშიც მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ აბონენტს შეეძლება, ბილაინის სპორტულ კალენდარში მოხვდა ისეთი უძველესი ქართული სპორტის სახეობები, როგორებიცაა; ჭაკუნობა, საყრებურთი, ჭოროლა , ჯილდაობა.
" ბილაინის ახალი სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეძღვნება.
დინამიური ზრდის პარალელურად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა აქციებმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე მიღოს.
ჩვენი მიზანია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს სახალისო სპორტულ აქტივობებში, გარდა ამისა ჩვენ აღვადგენთ მივიწყებულ ქართულ სპორტულ სახეობებს და მათ პოპულარიზაციას მოვახდენთ როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ . " თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
" მოხარულები ვართ, რომ კომპანია ბილაინი შემოუერთდა ისეთ საჭირო და პრიორიტეტულ მიმართულებას რასაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ეწოდება. დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი ძალისხმევით ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას ჩავუყრით საფუძველს." თენგიზ გაჩეჩილაძე, ფედერაცია "სპორტი ყველასათვის " ხელმძღვანელი.
"სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო მხარს უჭერს ახალი სპორტული კლუბის ჩამოყალიბებას. ბილაინის სპორტული კლუბის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები კიდევ უფრო დაგვეხმარება ყველასათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი. " ირაკლი სამყურაშვილი, სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარე.