პრესრელიზი
26 მარტი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის აბონენტთა რიცხვი ერთი წლის მანძილზე 48 % ით გაიზარდა
[PUBLICITY.GE] თბილისი, 26 მარტი, 2012 - წამყვანი საერთაშორისო კომპანია სატელეკომუნიკაციო სივრცეში შპს " ვიმპელკომი " ( NYSE: VIP) რომელიც შპს " მობიტელის" TM Beeline - 51 %-ს ფლობს, 2011 წლის ფინანსურ და საოპერაციო შედეგებს აქვეყნებს.
ფინანსური შედეგებს კომპანია ბილაინი, 26 მარტს, 13. 00 ზე, სასტუმროში Radisson Blue Iveria ჟურნალისტებს გააცნობს.
შედეგების მიხედვით, 2010 წლის ბოლო კვარტალთან შედარებით 2011 წლის მონაცემებთი, საქართველოში ბილაინის აბონენტთა რიცხვი 48 % ით გაიზარდა და აქტირუმა ბაზამ 833 ათასი აბონენტი შეადგინა. ამავე მონაცემებით, ბილაინის აბონენტების საშუალოდ 30 % ით მეტს საუბრობენ მობილურ ტელეფონზე, შარშანდელ წელთან შედარებით, რაც გარკვეულწილად მობილურ სეგმენტში ბილაინის მიერ უკონკურენტო შეთავაზებებმა გამოიწვია.
გარდა ამისა, 40 % ით გაიზარდა ბილაინის საბაზო სადგურების რაოდენობა, 42 % ით ბილაინის მიერ დასაქმებული ადამიანების რაოდენობა.
" მოხარულები ვართ, იმ ფაქტით, რომ კომპანია ბილაინის 2011 წლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც კომპანიის წინაშე იდგა მთელი წლის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და მოგების დინამიკით დავასრულეთ ეს წელი. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, საქართველოს ეკონომიკაში ჩვენს მიერ ჩადებულმა ინვესტიციამ, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეული მილიონი ა.შ.შ დოლარი შეადგინა, ასევე რამდენიმე ათეული პროცენტით გაიზარდა ბილაინში დასაქმებულ ადამინათა რიცხვი." - განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა სერგეი ზაკურაევმა.