ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინის ახალი ოფისი რაბათის ციხესიმაგრეში გაიხსნა
17/08/2012
                       


პრესრელიზი

17 აგვისტო, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge

ბილაინის ახალი ოფისი რაბათის ციხესიმაგრეში გაიხსნა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 17 აგვისტო, 2012 - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა ახალციხეში, განახლებული რაბათის ციხესიმაგრეში აბონენტთა მომსახურების ცენტრი  გახსნა.

აბონენტთა მომსახურების ოფისში  აბონენტები ნებისმიერი ტიპის მომსახურებას მიიღებენ, იქნება ეს სატარიფო გეგმის არჩევა, მობილური ტელეფონის შეძენა,  ინტერნეტის თუ სხვა ტიპის მომსახურების შეძნა.

ბილაინის ახალი ოფისი რაბათის ციხესიმაგრის საზეიმო გახსნის დღიდან მოემსახურება როგორც ახალციხელებს, ისე განახლებული ტურისტული  ცენტრის ვიზიტორებს.

„ მოხიბლულები ვართ განახლებული რაბათის ციხესიმაგრის გრანდიოზულობით და სილამაზით და ამაყები ვართ, იმ ფაქტით, რომ ბილაინი არის ერთადერთი სატელეკომუნიკაციო კომპანია , რომელიც ტურისტებს ჩვენი ქვეყნის ამ საამაყო ტურისტულ ადგილას მოემსახურება.დარწმუნებულები ვართ, რომ ჯადოსნური რაბათის ციხესიმაგრე უამრავ მნახველს მოიზიდავს, ვისაც ბილაინი განსაკუთრებით ხარისხიან და ოპერატიულ მომსახურებას შესთავაზებს"- განაცხადა ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თეონა ბაღდავაძემ

 

წაკითხულია: 2358