პრესრელიზი
15 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის დაფარვის ზონა კვლავ ფართოვდება
[PUBLICITY.GE] თბილისი, 15 ნოემბერი , 2010 წელი - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბილაინის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი გახდა სამცხე ჯავახეთში, სოფლებში აზავრეთი, მინაძე, აგარა, თეთრიწყაარო- წალკის ტრასის მონაკვეთი, თიანეთში, სოფლებში ჟინვალი, სნო, იმერეთში , სოფლებში, საჩხერე, გურნა, ძიროვანი, ჯვარისა, ძმუისი. აჭარაში, ახალშენი, მთიანეთში , სოფელი მუხრანი , ტრასა წეროვანი-იგოეთი, ქსანი-ახალგორი, შიდაქართლში აბისი, წეროვანი, ქვემოქართლში წინწყარო.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, რაც ბილაინი აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს და შემდეგი 6 თვის განმავლობაში , იგეგმება საქართველოს იმ რეგიონების დაფარვაც, სადაც ბილაინის კავშირი შედარებით სუსტი იყო, მათ შორის სამცხე ჯავახეთში, იმერეთსა და სამეგრელოსა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთება რაჭაზეც, სადაც ქსელი ყველაზე სუსტად იყო წარმოდგენილი.
"ბილაინის ამოცანა 2010 წლის წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისში დაფარვის ზონის გაფართოებაა. კომპანია მზად არის, დამატებითი რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იმისთვის, რომ არსებული და პოტენციური კლიენტებისათვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ჩვენს ქსელზე გადმორთვა" - ანდრეი პიატახინი, გენერალური დირექტორი