ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინის დაფარვის ზონა სვანეთშიც გამოჩნდა
08/08/2011


პრესრელიზი

8 აგვისტო, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53      
tbagdavadze@beeline.ge 

ბილაინის  დაფარვის ზონა სვანეთშიც გამოჩნდა

[Publicity.Ge]თბილისი, 8 აგვისტო, 2011 - საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური  გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

დღეიდან ბილაინის ქსელით სარგებლობა,  სვანეთში, კერძოდ;  სოფელ ხაიშში, იდლიანში, მესტიაში და ჯვარი -ხაიშის ტრასის მონაკვეთზე  გახდა შესაძლებელი.

"ჩვენ, შევასრულეთო პირობა, რომელიც წლის დასაწყისში მივეცით ჩვენს მომხმარებლებს, და სვანეთშიც დავიწყეთ ქსელის მშენებლობა.  მშენებლობა, ამინდების გაუარესებამდე დასრულდება, და სექტემბერში  გაცილებით უკეთესი ქსელი გვექნება.

როგორც თქვენ იცით,  ბილაინის ძირითად ამოცანას დაფარვის ზონის გაფართოება წარმოადგენს, კომპანიას დასახული აქვს, რომ 2011 წლის ბოლოს,  დაფარვის ზონა   მაქსიმალურად მიუახლოვდეს სრულყოფილს.

ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს, იქ სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა"
ანდრეი პიატახინი, ბილაინი  გენერალური დირექტორი .

შეგახსენებთ, რომ   უკვე რამდენიმე თვეა,  ბილაინი  აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს. კომპანიის ქსელით სარგებლობა სრულყოფილად შესაძლებელია დიდ ქალაქებში და ქვეყნის ძირითად ტრასებზე, მიმდინარეობს  ინტენსიური მუშაობა შედარებით რთულად ასათვისებელ, მთიან რეგიონებზე.
 

 

წაკითხულია: 3222