პრესრელიზი
22 ივნისი ,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის იღბლიანი აბონენტი თბილისის ყველაზე პრესტიჟულ ახლადაშენებულ სახლში ბინის მფლობელი გახდა
[Publicity.Ge]თბილისი, 22 ივნისი - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი წამახალისებელ გათამაშებაში გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.
გათამაშებაში, რომელიც 19 აპრილიდან 17 ივნისამდე გრძელდებოდა, მთავარი პრიზი თბილისში ახლადაშენებულ სახლში ოროთახიანი ბინა იყო. გარდა ამისა, გათამაშდა ფულადი პრიზები 20 000,15 000, 10 000 და 5 000 ლარი.
გათამაშებაში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც არსებულ, ისე პორტირებულ აბონეტებსაც. მონაწილეობისათვის, აბონენტს უნდა აეკრიფა *500# და ბალანსის ყოველი 3 ლარით შევსების შემთხვევაში, აბონენტი ხდებოდა ლატარეის 1 ბილეთის მფლობელი. გამარჯვებულები 19 აპრილს, რუსთავი 2 -ის პირდაპირ ეთერში გამოვლინდნენ .
22 ივნისს ,14:00 საათზე ,ბილაინის ცენტრალურ ოფისში (რუსთაველის გამზირი 14) გამარჯვებულებს კომპანია ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი დაჯილდოვებს
„ ბილაინის აბონენტების რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება, შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე შევთავაზოთ მათ. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ეს წამახალისებელი გათამაშება, ბინა და ფულადი პრიზები, ხელმისაწვდომი იყო როგორც არსებული აბონენტებისათვის, ისე მათთვის, ვინც გახდებოდა ჩვენი აბონენტი. „ ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი