ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბილაინის კორპორატიულ კლიენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება
22/09/2010


პრესრელიზი

22 სექტემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის


საკონტაქტო პირი:
საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
თეონა ბაღდავაძე
897 97 03 53

ბილაინის კორპორატიულ კლიენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება

[PUBLICITY.GE] თბილისი, 22 სექტემბერი, 2010 - საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორის "ბილაინის"  კორპორატიულ  კლიენტთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მესამე კვარტლის განმავლობაში, ბილაინის  კორპორატიული კლიენტები გახდნენ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა :  პროკრედიტ ბანკი, სააფთიაქო ქსელი  AVERSI   რუსთაველის თეატრი , ეარ ბათუმი , TBC pay, TBC TV,  გია გვარამიას სამედიცინო კლინიკა, წინანდლის ღვინის ქარხანა და სატელეფონო კომპანია გლობალ სელი.

მესამე კვარტლის მონაცემებით,  ბილაინის კორპორატიულ კლიენტთა რაოდენობა  10 % -ით გაიზარდა, მათ შორის არიან, როგორც საშუალო და მცირე, ისე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებები.

" ბილაინის კორპორატიულ კლიენტთა სია  მნიშვნელოვნად იზრდება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ კომპანია როგორც იურიდიული პირებისათვის ისე ფიზიკური პირებისთვის , თითქმის უკონკურენტო ტარიფები და მომსახურების ფართო სპექტრს  ქმნის,,  რომლის მორგება, ნებისიმერი  კლიენტის მოთხოვნებზე ხდება,  საკმაოდ ბევრი მცირე, საშუალო და დიდი  ორგანიზაცია ინტერესდება ჩვენი მომსახურებობით."  განაცხადა ბილაინის კორპორატიული სამსახურის ხელმძღვანელმა,  ნოდარ ბაღიშვილმა.

წაკითხულია: 2893