პრესრელიზი
1 ნოემბერი,2010
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი
თეონა ბაღდავაძე
+995 97 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის უპრეცედენტო შეთავაზება საერთაშორისო ზარებზე
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 ნოემბერი , 2010 წელი- საქართველოში ყველაზე დინამიურად მზარდი მობილურმა ოპერატორმა ბილაინმა, მომხარებელს ახალი უპრეცედენტოდ დაბალი ფასი შესთავაზა საერთაშორისო ზარებზე.
მომსახურებას " საერთაშორისო ზარები" უკვე აზიის მიმართულებაც, დაემატა, რაც იმას გულისხომობს რომ ნებისმიერ აბონენტს, ვინც გაიაქტიურებს მომსახურებას " საერთაშორის ზარები" შესაძლებლობა ექნება პირველივე წუთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ნებისმიერი მიმართულებით , ფიქსირებულ თუ მობილურ ტელეფონზე, წუთში 8 თეთრად , ევროპის ნებისმიერ წერტილში, წუთში 35 თეთრად, ხოლო ყოფილი დე-სე -თეს სივრცეში, წუთში 27 თეთრად, ხოლო აზიის ნებისმიერი მიმართულებით, 40 თეთრად დარეკოს.
სერვისის გააქტიურება შესაძლებელია ნომერზე 067409045 დარეკვით , ან სმს-ის გაგზავნით მოკლე ნომერზე : *110*045#. სერვისის გააქტიურების ღირებულება 2 ლარია, მომსახურება აქტიურია 30 დღის განმავლობაში.
" ბილაინის ახალ და არსებულ აბონენტებს კიდევ ერთი მათზე მორგებული სერვისი შევთავაზეთ. გამოვავლინეთ ის მიამრთულებები , სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად რეკავენ და ამის შედეგად , შევიტანეთ ცვლელებები მომსახურებაში " საერთაშორისო ზარები" .
სერვისის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ბილაინმა თითქმის 12 -ჯერ გააიაფა, ზოგიერთი მიმართულებით საერთაშორისო ზარების ღირებულება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბილაინის აბონენტებს, არ უხდებათ არანაირი სააბონენტო, ან დღიური მომსახურების თანხის გადახდა. რაც კიდევ უფრო უადვილებთ მათ, უკეთ აკონტოლონ სატელეფონო კავშირებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტი." - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეონა ბაღდავაძემ.
###
"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც
ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები
მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.