პრესრელიზი
10 ოქტომბერი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეონა ბაღდავაძე
597 97 03 53
tbagdavadze@beeline.ge
ბილაინის ქსელმა თუშეთი მთლიანად დაფარა
საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი საქართველოში დაფარვის ზონის აქტიური გაფართოების შესახებ, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
დღეიდან ბილაინის ქსელით სარგებლობა, თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრში ომალოში, აგრეთვე ხეობებში გომეწარი , პირიქითა , ჭანჭახოვანში შეიძლება. რაც ნიშნავს, რომ ბილაინის ქსელით სარგებლობა თუშეთის მიმდებარე ყველა სოფელში არის შესაძლებელი .
" ჩვენ, შევასრულეთო პირობა, რომელიც წლის დასაწყისში მივეცით ჩვენს მომხმარებლებს. რამდენინე კვირის წინ დავფარეთ სვანეთი, ახლა კიდევ, ჩვენი ქსელით სარგებლობა შესაძლებელია თუშეთშიც. როგორც თქვენ იცით, ბილაინის ძირითად ამოცანას დაფარვის ზონის გაფართოება წარმოადგენს, კომპანიას დასახული აქვს, რომ 2011 წლის ბოლოს, დაფარვის ზონა მაქსიმალურად მიუახლოვდეს სრულყოფილს.
ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს, იქ სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა" ანდრეი პიატახინი, ბილაინი გენერალური დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბილაინი აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს. კომპანიის ქსელით სარგებლობა სრულყოფილად შესაძლებელია დიდ ქალაქებში და ქვეყნის ძირითად ტრასებზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შედარებით რთულად ასათვისებელ, მთიან რეგიონებზე.