ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბინაურალური ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომელიც უსინათლო ადამიანს სივრცითი ორიენტაციის განვითარებაში დაეხმარება
29/01/2013

პრესრელიზი


25 იანვარი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
არასამთავრობო ორგანიზაცია მარიანი
ელ-ფოსტა:
mariani.contact@gmail.com
მობ.: 514 058 558 მარიამი
598 195 450 ანა

Non-governmental organization Mariani
E-Mail:
mariani.contact@gmail.com
Mob.: +995 514 058 558 Mariam
+995 598 195 450 Ana

ინაურალური ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომელიც უსინათლო ადამიანს სივრცითი ორიენტაციის განვითარებაში დაეხმარება

პოლონურმა ფონდმა "არი არი" და არასამთავრობო ორგანიზაცია "მარიანიმ" ერთობლივად მოამზადეს ბინაურალური ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს სივრცითი ორიენტაციის განვითარებაში დაეხმარება. დისკში შესულია თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მეტროსადგურებში,  ასევე მტირალა კლდის ახლოს, ნარიყალასა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე გაკეთებული ჩანაწერები. ჩაწერილია თბილისის ზოოპარკის ბინადართა ხმებიც, რაც საშუალებას მისცემს უსინათლო ბავშვებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ გარეული თუ შინაური ცხოველების შესახებ, შეიმეცნონ გარემო ისეთი, როგორიც ის ნამდვილად არის.

ზუზანა სკიბინსკა ტიფლოლაბორატორიიდან აღნიშნავს: "ხმები წარმოადგენს ინფორმაციის მეტად მნიშვნელოვან წყაროს და სასწავლო საშუალებას მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის. ბინაურალური ჩანაწერების წყალობით, შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა გარემოს ხმოვანი მოდელი.''

უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები ეფექტურად იყენებენ ბინაურალურ ჩანაწერებს,  რაც მათ  შემდეგ უადვილებთ მოსმენილ ადგილზე დამოუკიდებლად ორიენტირებას. ასეთი ჩანაწერები ასრულებენ იმავე ფუნქციას, რასაც მაგალითად კონკრეტული ადგილის სურათები ან გეგმები მხედველთათვის. გამოიყენება სპეციალური ბინაურალური ჩამწერი. მას უერთდება მიკროფონები, რომელსაც ადამიანი იმაგრებს ყურებში და იწყებს ჩაწერას. ყურსასმენებით მოსმენისას, რჩება შეგრძნება, რომ მსმენელი ნამდვილად დგას იმ ადგილას სადაც ჩანაწერია გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბინაურალური ჩანაწერების შექმნა უსინათლოთათვის დაიწყო, მათ წარმატებით იყენებენ მხედველი ადამიანებიც.

გრძელვადიანი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი კავკასიის ქვეყნებში, აუარესებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების მდგომარეობას და უზღუდავს მათ გარემოს ხელმისაწვდომობას. 2009 წლიდან პოლონური ფონდი ‘'არი არი'' ახორციელებს პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიის რეგიონში მცხოვრები მხედველობადაქვეითებული ადამიანების დახმარებას. რამდენიმე პროექტის ფარგლებში პოლონელმა სპეციალისტებმა მოაწყვეს კურსები და ვორკშოპები (ტიფლო, კინო და ჰიპოთერაპიაში) ქართველი ინსტრუქტორების, პედაგოგებისა და რეაბილიტოლოგებისათვის. პროექტის შესახებ ვიდეო იხილეთ:
http://www.youtube.com/watch?v=Wt_Awd94mTw

ბინაურალური
ჩანაწერების მომზადება დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2012 წლის განვითარების პროექტის ფარგლებში. ჩანაწერები მოამზადეს: ზუზანა სკიბინსკამ ხმების ტიფლოლაბორატორიიდან, "მარიანის" თანამშრომლებმა: ანა მიქიაშვილმა, მარიამ მიქიაშვილმა, მოხალისეებმა: ნინო სიხუაშვილმა, მაკა ავსაჯანიშვილმა, თამუნა დუნდუამ.

ჩანაწერები შეგიძლიათ მოისმინოთ ბმულზე:
https://soundcloud.com/fundacja-ari-ari

წაკითხულია: 2680