ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმირასანის სარწყავ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
17/02/2015


პრესრელიზი

17 თებერვალი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია
მედიასთან ურთიერთობის სამმართველო
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარშალ გელოვანის 6, 0159, თბილისი, საქართველო
ტელ: 2 37 80 09
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმირასანის სარწყავ სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია წყალუზრუნველყოფილი ფართობების გაზრდის მიზნით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახორციელებს იმირასანის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას.

პროექტი ითვალისწინებს იმირასანის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური არხის, I და სხვა რიგის გამანაწილებლების და შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. დაგეგმილია,სათავე ნაგებობაზე ბეტონის ახალი კბილის, ლითონის სიღრმული ფარდისა და ენერგიის ჩამქრობის (ქვაყრილი არმატურის კოლოფებში), ახალი ბერმების,წყალგამშვებების და შიდასამეურნეო ქსელის (მიწის არხები, ტიპიური წყალგამშვებით) მოწყობა; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მექანიკურ ნაწილს, შეკეთდებამოაჯირები; გაიწმინდება მაგისტრალური არხი, აღდგებადაზიანებული მონაკვეთები; შეკეთდება არხზე არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები, არხის კვეთი მოპირკეთება მონოლითური ბეტონით; 
სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 7 სოფლის (მწყნეთი, ჭაპალა, ტალავერი, ზემო არქევანი, ქვემო არქევანი, მამხუტი) 3000-ზე მეტიჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული მოირწყვება, რითაც 1735 ოჯახი ისარგებლებს.

სამუშაოები დაიწყო 2014 წელს და დეკემბერში დასრულდება.
პროექტის საერთო ღირებულებაა 3 300 000 ლარი.

 

წაკითხულია: 3440