ზოგადი ინფორმაცია ცენტრის შესახებ
2019 წელს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრსა (EPRC) და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) პარტნიორობით, თბილისში სასტუმრო „სტამბაში", გაიხსნა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი. ცენტრი წარმოადენს ინტელექტუალურ სივრცეს - პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლაზე, პროფესიული წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. ცენტრი თავს უყრის თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის მებრძოლებს, ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტებს ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, რომლთაც აერთიანებთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები, კანონის უზენაესობა და ლიბერალული საერთაშორისო წესები.
დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრთან არსებული პირველი ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა ჩივენინგის კურსდამთავრებულთა პროგრამის ფონდის (CAPF) მხარდაჭერით და გულისხმობს ორდღიანი ტრენინგების ჩატარებას შერჩეული მონაწილეებისთვის. ტრეინინგების ფარგლებში განხილული იქნება სხვადასხვა მაგალითები (case-studies) დემოკრატიის გამოწვევებსა და მათი მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ამასთან, ტრენინგების ფარგლებში, სესიები დაეთმობა ჩივენინგის პროგრამასაც, რათა მოხდეს სტიპენდიის წახალისება და მის შესახებ ინფორმაციის გაზიარება.