ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
29/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ბრიტანულ გამოცდილებას ახალგაზრდა პედაგოგი მარნეულში დანერგავს
ვერიკო მასურაშვილი ახალგაზრდა პედაგოგია. რამოდენიმე წელია საკუთარი ენერგია წარმატებულმა მასწავლებელმა ბავშვების აღზრდას მიუძღვნა. უცხო ენების წარმატებული სპეციალისტი ქალაქ მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმში ასწავლის ინგლისურ ენას. ვერიკოს მოსწავლეები სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ბავშვები არიან, თუმცა პედაგოგი თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უდგება და ცდილობს ერთნაირად შეაყვაროს როგორც უცხოე ენა - ინგლისური, ასევე მშობლიური ენაც.
ახლახანს, ინგლისური ენის მასწავლებელმა, ბრიტანეთის საბჭოსა და მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ „ინგლისური ენის მასწავლებელთა განვითარების“ პროგრამის კონკურსშიც დაიმარჯვა. ვერიკომ სტაჟირება დიდ ბრიტანეთში ქალაქ ნორვიჩში „უცხო ენების საგანმანათლებლო ინსტიტუტში“ გაიარა . სწავლების პერიოდში იგი კიდევ უფრო უკეთ დაეუფლა უცხო ენების სწავლების თანამედროვე და ეფექტურ მიდგომებს, რომელსაც უკვე წარმატებით ნერგავს მარნეულის დავით აღმაშენებლის სკოლაში. წარმატებულ პედაგოგს ბრიტანეთში სერთიფიკატიც გადასცეს.
„ჩემთვის ძალიან საინტერესოა მულტიკულტურულ გარემოში მუშაობა, სადაც ყველას თავისი საკუთარი კულტურა და ენა აქვს. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს ინგლისური ენა ასე შევაყვარე და ბოლო პერიოდში ჩატარებულ კონკურსებსა და ოლიმპიადებში სათანადო წარმატებაც დაიმსახურეს.“ - ამბობს ვერიკო მასურაშვილი.
ვერიკოს მოსწავლეები უკვე არაერთი კონკურსის გამარჯვებულები არიან და ცდილობენ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება მიიღონ წარმეტებული პედაგოგისგან.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 4037