დაუყოვნებელი გავრცელებისთვის
6 მაისი, 2015
საკონტაქტო ინფორმაცია:
პროექტის კომუნიკაციების ხელმძღვანელი
მაია ჩიტაშვილი,
593 260609
maiko@publicity.ge
2015 წლის 5 მაისს ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატისა და კომპანია ფაბლისითი ჯგუფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და კომპანია ფაბლისითი ჯგუფი პალატის ოფიციალური წევრი გახდა.
ახალი თანამშრომლობის მთავარი მიზანია, საქართველოს როგორც საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია, ქართულ და ბრიტანულ ბიზნესებს შორის კავშირის გაღრმავება და პროფესიული განათლების შესაძლებლობების გაერთიანებული სამეფოს დონეზე გაზრდა, ასევე საქართველოში დაგეგმილი სხვადსხვა პროექტების ხელშწყობა და პოპულარიზაცია.
მომავალ გეგმებზე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს მხარეებმა სამუშაო შეხვედრისას, სადაც ასევე გადაწყდა, რომ ფაბლისითი ჯგუფი პარტნიორობას გაუწევს პალატის ახალ პროექტს: „გაიზიარე ბრიტანეთის გამოცდილება", რომელიც დიდი ბრიტანეთის წამყვანი სასწავლო დაწესებულებების და პროფესიული განათლების/გადამზადების ცენტრების ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტი საქართველოში უკვე მიმდინარე წლის გაზაფხულის მიწურულს შევა აქტიურ ფაზაში.
ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა (ბქსპ) წარმოადგენს არა-პოლიტიკურ,დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობების ხელშემწყობ ორგანიზაციას, რომელიც ლონდონში 2007 წელს დაარსდა. 2014 წლის აპრილის თვეში, თბილისში ბქსპ წარმომადგენლობა გაიხსნა. საქართველოში წარმომადგენლობის დაარსებით, ბქსპ-ს, როგორც უწყებას, რომელსაც საქართველოში ბილატერალური სავაჭრო პალატის სტატუსი გააჩნია, შესაძლებლობა მიეცა უფრო ეფექტურად და წარმატებულად გაეგრძელებინაქვეყანებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარება, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, ინვესტიციების მოზიდვა და პროფესიული სწავლების/გადამზადების კუთხით არესებული შესაძლებლობების უზრუნველყოფა. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.bgcc.org.uk
ფაბლისითი ჯგუფი ქართული კომპანიაა, რომელიც მომსახურებას პიარის, მარკეტინგული და ინტერაქციული კომუნიკაციებისა და ახალი მედიის მიმართულებებით სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო კლიენტებს. იგი აერთიანებს ხუთ სხვადასხვა მიმართულებას: რეგიონალური სიახლეების სააგნეტოს - regions.ge, პრესრელიზებისა და კორპორატიული სიახლეების გავრცელების სააგენტოს - publicity.ge და პიარ საკონსულტაციო სააგენტოს - prhypermarket.ge. კომპანია ასევე იწყებს მისი ახალი მიმართულების, პირველ ონლაინ კვლევის სააგენტოს polling.ge - ს გაშევბას. უახლოეს თვეებში კი კომპანია გეგმავს საგანმანათლებლო პორტალ - prguide.ge გადახალისებას და კონცეფციის ცვლილებას.