პრესრელიზი
1 აპრილი,2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
თეა გოცაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი
ტელ: (+995 32) 24 36 73; (+995 32) 24 36 70
მობ: (+995 77) 47 77 61
Email: pr@goodwill.ge
გააკეთე ერთიანი შესყიდვა! მომარაგდი ჰიპერმარკეტ გუდვილში!
[PUBLICITY.GE] თბილისი, 1 აპრილი , 2011 წელი - გუდვილი წინა სააღდგომო აქციას იწყებს და 2 აპრილიდან მომხმარებლებს პროდუქტებს ყველაზე მინი ფასად სთავაზობს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე ფასებმა 30%დან - 50%მდე მოიმატა, ამ ფონზე გუდვილი თავის მომხმარებლებს საჩუქარს უკეთებს და საშუალებას აძლევს სააღდგომო სუფრისთვის მარაგი ყველაზე მინი ფასად ჰიპერმარკეტში გააკეთონ. აქციაში შესულია ყველაზე მოთხოვნადი 500 დასახელების საკვები პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები.
„აქციის მიზანია მომხმარებლებმა სააღდგომო სუფრა შეავსონ მათთვის საჭირო პროდუქტით ყველაზე მინი ფასად. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და შევისწავლეთ ბაზარი, აქციაში შევიყვანეთ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები, ყველაზე დაბალ ფასად მთელს თბილისში. მომხმარებლებმა უნდა იჩქარონ და მოასწრონ ამ პროდუქტების მომარაგება, 2 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით მხოლოდ ჰიპერმარკეტ გუდვილში. სააქციო პროდუქტების ნუსხაში შედის: რძის პროდუქტები, ბურღულეული, კონსერვები, საყოფაცხოვრებო ქიმია, ჰიგიენური ნაწარმი. ერთიანი შესყიდვის შემთხვევაში მომხმარებელი იგრძნობს თუ რამდენად მოგებული დარჩება ჰიპერმარკეტში განხორციელებული სააღდგომო შესყიდვებით" - აცხადებენ გუდვილში.
გუდვილი მსგავს აქციებს ხშირად სთავაზობს მის მომხმარებლებს. ბოლო მინი ფასების აქცია საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით ჩატარდა და მომხმარებელთა დიდი კმაყოფილება დაიმსახურა. აქციაში შესული პროდუქტების რეალიზაციამ ამ დღეების განმავლობაში, წინა პერიოდთან შედარებით, 101%-იანი ზრდა აჩვენა.
გუდვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საჩუქრებითა და სიურპრიზებით მიულოცავს მის კლუბის წევრებს, რომელთა რაოდენობამ უკვე 100 ათასს გადააჭარბა.
ასევე კომპანია მალე შესთავაზებს მომხმარებლებს ინოვაციურ სერვისს, ინტერნეტ სუპერმარკეტს, რომლის სახელწოდებაა „გუდვილ დილივერ".