ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
09/11/2021
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლის ხის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა „ევროპა 2021” მიმოქცევაში შევიდა

კრწანისის ტყეპარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის" სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021"- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.


„კრწანისის ტყეპარკში მოეწყო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, საკმლის ხის კორომი, რომელიც წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ვიზიტორებისთვის ტყეპარს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.


ახალი საფოსტო მარკა „ევროპა 2021", რომელზეც გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივია გამოსახული, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევიდა მიმოქცევაში. საფოსტო მარკის აღნიშნული ვიზუალით დამზადება მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, გაცნობას.


საფოსტო მარკის პრეზენტაციას ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებამ, „საქართველოს ფოსტამ" გაუწია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს „Post Europe"- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი ეწვია.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 1589