პრესრელიზი
18 თებერვალი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე,
UNDP საქართველო,
+995 32 2251126, 599 196907,
sophie.tchitchinadze@undp.org
გაერთიანებული ერების განვითარების ხელმძღვანელი საქართველოს ეწვევა
თბილისი. 15 თებერვალი 2013 - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს.
2013 წლის 17-19 თებერვალს გაიმართება შეხვედრები საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
17 თებერვალს ჰელენ კლარკს უმასპინძლებს კაჭრეთი, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი პროფესიულ კოლეჯს მოინახულებს, გაეცნობა მექანიზატორთა გადამზადების პროგრამას, შეხვდება ადგილობრივ ფერმერებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს.
კაჭრეთში გაიმართება შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით კირვალიძესთან და საქართველოს ვიცე პრემიერთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან.
18 და 19 თებერვალს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი შეხვდება საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს.
ჰელენ კლარკი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ოფიციალური პირია. იგი თავმჯდომარეობს გაერთიანებული ერების განვითარების ჯგუფს, რომელიც გაეროს ყველა ფონდის, პროგრამისა და დეპარტამენტის ლიდერებს აერთიანებს. 2009 წელს ჰელენ კლარკი გახდა პირველი ქალბატონი, რომელიც სათავეში ჩაუდგა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP).
1999-2008 წლებში ჰელენ კლარკი იყო ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი სამი წარმატებული ვადის მანძილზე. სწორედ მისმა მათავრობამ მიაღწია ახალი ზელანდიის მნიშვნელოვან ეკონომიკურ წინსვლას, ცხოვრების დონის საყოველთაო ამაღლებას და განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებას.
### ### ###
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 32 2251126, 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
### ### ###
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორი ჰელენ კლარკი სოციალურ მედიაში:
ვებ გვერდი: http://www.undp.org/content/undp/en/home/operations/leadership/administrator/
Twitter: @HelenClarkUNDP
Facebook: http://www.facebook.com/helen.clark.supporters?fref=ts