პრესრელიზი
13 დეკემბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი საქმიანობის შედეგებს აჯამებს
თბილისი, საქართველო - 2013 წლის 13 დეკემბერს, 12 საათზე, სასტუმრო ციტადინში (თავისუფლების მოედანი) გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩის თორნიკე ზურაბაშვილის ორგანიზებით, გაიმართება ახალგაზრდული ორგანიზაციების კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდობის ელჩის პროგრამის განხილვა და 2013 წლის საქმიანობის შეჯამება. ღონისძიებაზე ასევე მოხდება საქართველოში მოქმედი გაეროს სააგენტოების პროექტების გაცნობა, ამ სააგენტოებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი ერთი წლის ვადით ირჩევა და სრულად ფინანსდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. პროგრამის პარტნიორია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2013-2014 წლის გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ელჩი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი თორნიკე ზურაბაშვილია. წარმომადგენლის შერჩევის პროცესი წარიმართა სამ ეტაპად (განაცხადი, გასაუბრება, საჯარო გამოსვლა) მაისისა და ივნისის განმავლობაში.
თორნიკე ზურაბაშვილი აგვისტოსა და სექტემბრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა. ოქტომბრის განმავლობაში კი, დაესწრო გაეროს გენერალურ ასამბლეის და გაეროს კომიტეტების სხდომებს, სადაც იგი საქართველოს ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემების თაობაზე სიტყვით გამოვიდა (http://www.youtube.com/watch?v=U6z54xTY2k4).