ვირტუალური სეანსების მიზანია კორონავირუსთან დაკავშირებული რისკების შერბილება. დისტანციური ონლაინ კონსულტაციების ფარგლებში ექიმი თითოეული ქალის შეკითხვას პირადად გამოეხმაურება. ვირტუალური პლატფორმების გამოყენებით სეანსებში 25-მდე ორსული ქალი ჩაერთვება და ისინი შეძლებენ ორსულობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო ახალი და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებას ექიმისა და სხვა ორსულებისაგან.
„ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია, რომელიც აღსავსეა დადებითი განცდებითა და მოლოდინით. თუმცა, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მომავალი დედების ამ სხვა მხრივ ბედნიერ პერიოდს დაერთო შიში, შფოთვა და გაურკვევლობა“, ამბობს დოქტორი ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „გაეროს ბავშვთა ფონდმა აღნიშნული ონლაინ კონსულტაციები წამოიწყო სანდო ინფორმაციის საჭიროებაზე რეაგირების მიზნით; ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ორსულ ქალს, ჩაერთონ სეანსებში და მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები საკუთარი თავისა და თავიანთი შვილების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, დასძინა ხალილმა.