პრესრელიზი
17 ოქტომბერი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო:
+995 599 196907 (მობილური),
sophie.tchitchinadze@undp.org
ლაშა კომახიძე, UNDP საქართველო:
+995 595 158484 (მობილური),
lasha.komakhidze@undp.org
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი აჭარას ეწვევა
2013 წლის 17 ოქტომბერი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი ხელმძღვანელი - ნილს სკოტი ეწვევა აჭარას 17-19 ოქტომბერს.
17 ოქტომბერს ნილს სკოტი შეხვდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს - არჩილ ხაბაძეს. UNDP-ის ხელმძღვანელი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ისაუბრებენ იმ მრავალმხრივ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა აჭარაში ახორციელებს.
18 ოქტომბერს ნილს სკოტი სიტყვით მიმართავს დონორთა მე-3 კონფერენციას: აჭარა - თანამშრომლობა განვითარებისთვის 2013. კონფერენციის ორგანიზატორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო მისი მიზანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება რეგიონის განვითარების პრიორიტეტების შესახებ და დონორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა.
3-დღიანი ვიზიტის მანძილზე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი მოინახულებს ბათუმის ბიზნეს ინკუბატორს, აჭარის აგროსერვის ცენტრს და პროფესიულ კოლეჯს „ბლექსი". ის ასევე დაესწრება UNDP-ის მიერ ჩატარებული კვლევის „კლიმატის ცვლილება აჭარაში" შედეგების წარდგენას.
UNDP მუშაობს აჭარაში 2008 წლიდან. მისი მრავალმხრივი პროგრამები ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ წინსვლას, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესისა განვითარებას და აჭარის უნიკალური ეკოსისტემის ბიომრავალფეროვნების დაცვას.
UNDP-ის პროგრამები ხორციელდება ევროკავშირის, რუმინეთის მთავრობის, ფინეთის მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და UNDP-ის მხარდაჭერით.
<<< <<< <<<
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო:
+995 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org
ლაშა კომახიძე, UNDP საქართველო:
+995 595 158484 (მობილური), lasha.komakhidze@undp.org