ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ვარშავაში
25/11/2013
პრესრელიზი

25 ნოემბერი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ინგა ნიკაგოსიანი
თბილისი, 0114, გულუას ქ. N6
+995 32 2727224
+995 577 293979

გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია ვარშავაში

საქართველოს დელეგაციამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო შარაშიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-19 და კიოტოს ოქმის მხარეთა მე-9 სესიებში. ღონისძიება გაიმართა პოლონეთში, ვარშავაში და მასში მონაწილეობდა 195 ქვეყნის დელეგაცია.

ღონისძიების მაღალი რანგის მონაწილეებისათვის ნინო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სახელით. მან ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მოუწოდა კონვენციის მხარე ქვეყნებს უფრო აქტიური ქმედებებისაკენ.

კონფერენციაზე განხილული იქნა შემდეგი თემები: კლიმატის ცვლილების კონვენციის ახალი ხელშეკრულების მომზადება, განვითარებული ქვეყნების მიერ კიოტოს ოქმით ვალდებულებათა მეორე პერიოდში ნაკისრი ვალდებულებების გადახედვა და უფრო მკაცრი ვალდებულებების აღება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის სამოქმედო გეგმების მომზადება, საადაპტაციო პროგრამებისა და პროექტების დაფინასების გაზრდა და სხვა.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში და კონფერენციის პარალელურ შეხვედრებში. გარდა ამისა, ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, გაიმართა შეხვედრები სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

წაკითხულია: 2447

 

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა

თვის ყველაზე წაკითხვადი პრესრელიზები
1
30 წელი წიგნიერებისა და წიგნის მოყვარულთა სამსახურში