ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე ბრუნდება საქართველოში 10 წლის შემდეგ
13/03/2015
პრესრელიზი

13 მარტი,2015
დაუყოვნებლივ გავრცელებისათვის

გაეროს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებზე ბრუნდება საქართველოში 10 წლის შემდეგ

ჟენევა (2015 წლის 10 მარტი) - გაეროს ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ხუან ე. მენდეზი ეწვევა საქართველოს 2015 წლის 12-19 მარტს. უკანასკნელად ასეთი ვიზიტი შედგა 10 წლის წინ, როდესაც საქართველოს ეწვია გაეროს იმდროინდელი სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის საკითხებზე . 
"ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო თანამეგობრობასა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებთან სისხლის სამართლის სისტემაში არსებული რიგი საკითხების გაუმჯობესების მიზნით", განაცხადა ბ-მა მენდეზმა. 
"იმედი მაქვს, რომ მცირე წვლილს შევიტან უფრო გამჭვირვალე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. მექნება კონსტრუქციული დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შევუწყო საქართველოს მთავრობას, გამოავლინოს არსებული გამოწვევები კანონის უზენაესობის დამყარების, წამებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის შემთხვევაში ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებათა მსხვერპლებისათვის კომპენსაციის გადახდის საკითხებში." 
რვადღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც შედგება საქართველოს მთავრობის მოწვევით, გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეხვდება აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარლამენტის კომიტეტების წევრებს, ადამიანის უფლებათა დამცველი ეროვნული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებათა დარღვევის შედეგად დაზარალებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს. 
გაეროს სპეციალური მომხსენებელი ასევე ეწვევა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში არსებულ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, როგორიცაა პოლიციის განყოფილებები, დროებითი მოთავსების იზოლატორები, წინასწარი პატიმრობის დაწესებებულები და ციხეები, სადაც, მისი მოლოდინით, მნივნელოვანი ცვლილებები გატარდა მისი წინამორბედის ვიზიტის შემდეგ. 
"მივესალმები საქართველოს მთავრობის ინიციატივას შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც მან იკისრა 2005 წელს სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის კონვენციის ფაკულტატურ პროტოკოლთან მიერთებისას და 2009 წელს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ჩამოყალიბებისას." 
წინასწარ კომენტარებსა და რეკომენდაციებს ბ-ნი მენდეზი წარმოადგენს პრეს კონფერენციაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის 19 მარტს სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" 17:30 საათზე შეხვედრების ოთახში #1 (მისამართი: თავისუფლების მოედანი 4). 
2016 წლის მარტში გაეროს სპეციალური მომხსენებელი წარუდგენს თავის საბოლოო ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს. 

 

 

<დასასრული>

დამატებითი ინფორმაცია:

 

 

2010 წლის ნოემბერში, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, ბ-ნი ხუან ე. მენდეზი (არგენტინა) დაინიშნა სპეციალურ მომხსენებლად წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის საკითხებზე. ბ-ნ მენდეზს, რომელმაც თავისი იურიდიული კარიერა მიუძღვნა ადამიანის უფლებების დაცვას, გააჩნია ადვოკატირების გამორჩეული და ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამჟამად იგი სამართლის პროფესორია ამერიკულ უნივერსიტეტში -ვაშინგტონის სამართლის კოლეჯში. იგი ასევე თანათავმჯდომარეობს ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციასთან არსებულ ადამიანის უფლებათა ინსტიტუტს. 

 
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://www.ohchr.org/EN/Issues/Torture/SRTorture/Pages/SRTortureIndex.aspx

სპეციალური მომხსენებლები წარმოადგენენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს განყოფილებას, რომელიც ცნობილია სპეციალური პროცედურების სახელით. სპეციალური პროცედურები გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში არსებული დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი ყველაზე დიდი ორგანოა. ეს ადამიანის უფლებათა საბჭოს დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმია, რომელიც იკვლევს კონკრეტულ ქვეყანაში არსებულ ვითარებას ან თემატურ საკითხებს მთელს მსოფლიოში. სპეციალური მომხსენებლები მუშაობენ ნებაყოფლობით საფუძველზე. ისინი არ წარმოადგენენ გაეროს საშტატო თანამშრომლებს, არ იღებენ ხელფასს და მოქმედებენ მთავრობისგან ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისაგან დამოუკიდებლად.

UN Human Rights, Country Page - Georgia:
http://www.ohchr.org/EN/Countries/ENACARegion/Pages/GEIndex.aspx

საკონტაქტო ინფორმაცია ჟურნალისტებისათვის: 
სონია კრონინი (+41 22 917 91 60 /scronin@ohchr.org), პეტრინე ლევესონი (+41 22 917 9114 / pleweson@ohchr.org), ან: sr-torture@ohchr.org
დამატებითი ინფორმაციისათვის გაეროს სხვა დამოუკიდებელ ექსპერტებზე მიმართეთ: 
ქსავიერ სელაია, ადამიანის უფლებები - მედიის განყოფილება, +41 22 917 9383, xcelaya@ohchr.org
UN Human Rights, follow us on social media:
Facebook: https://www.facebook.com/unitednationshumanrights 
Twitter: http://twitter.com/UNrightswire 
Google+ gplus.to/unitednationshumanrights 
YouTube: http://www.youtube.com/UNOHCHR 
Check the Universal Human Rights Index: http://uhri.ohchr.org/en

 

წაკითხულია: 3679