პრესრელიზი
23 ოქტომბერი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
დიანა ველენგურსკაია
მობ: 599 47 48 54
გაიყიდა 1,000,000 ლიტრი „შელის" საავტომობილო ზეთი
„თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში „შელის" მე-1,000,000 ლიტრის მყიდველი დაჯილდოვდება
ხვალ, 24 ოქტომბერს, 13:00 საათზე "თეგეტა მოტორსის" სათაო ოფისში გაიმართება „შელის" მე-1 000 000 ლიტრის მყიდველის დაჯილდოვებისთვის მიძღვნილი ღონისძიება. ამ ფაქტის აღსანიშნავად, „შელის" გლობალურმა ოფისმა საავტომობილო და ინდუსტრიულ ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლება წამოიწყო.
იღბლიანი მომხმარებელი, რომელმაც Shell-ის საავტომობილო ზეთის მე-1 000 000 ლიტრი შეიძინა, რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა. აღნიშნული მომხმარებლის გამოსავლენად მზადყოფნაში იყო „თეგეტა მოტორსის" ყველა ფილიალი, მერაბ ჩერქეზიშვილს კი სასიამოვნო მოულოდნელობა ცენტრალურ ფილიალში დახვდა, სადაც მან Shell-ის საავტომობილო ზეთის 4 ლიტრიანი შეფუთვა შეიძინა.
მერაბ ჩერქეზიშვილს „თეგეტა მოტორსი" 1000 ლარიან ვაუჩერს და სხვა საჩუქრებს უკვე შელის მაკროდისტრიბუტორთან ერთად სპეციალურად მოწყობილ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცემს. ღონისძიებაზე გახდება ცნობილი ასევე მთავარი პრიზის შესახებ, რაც იღბლიანი მომხმარებლისთვის დიდი სიურპრიზი იქნება.
დღეისთვის „თეგეტა მოტორსი" „შელის" ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. „შელის" საავტომობილო ზეთი გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რაც განაპიროებებს პროდუქციაზე მაღალ მოთხოვნას - უკვე გაიყიდა 1 000 000 ლიტრი. „შელის" საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Tellus, და სხვ. „შელი" ოფიციალურად რეკომენდებულია „ჰიუნდაის", „მერსედესის", „მაზდას", „ჰონდას", „კიას", „ფიატის", „მიცუბიშის", „რენოს" და სხვა ლიდერი მწარმოებლების მიერ. „შელი" ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია.