ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი
15/07/2013
პრესრელიზი

 

16 ივლისი, 2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელდარ პირმისაშვილი
5 58 44 55 66
eldarpr@gmail.com

გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი

,აირჩიე ქართულის’’ და ,,პერიტუს ჯგუფის’’ ორგანიზებით ,,გუდვილში’’ გამაგრილებელი სასმელების ფესტივალი გაიმართება.ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ლუდის, ლიმონათის, ნატურალური წვენების, მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიები.

ფესტივალი მოიცავს პროდუქცის გამოფენა–დეგუსტაციას, სხვადსახვა გასართობ ღონისძიებებს, ფლეშმობს, კონკურსებს, გათამაშებებს. ასევე მოეწყობა საინტერესო კონკურსი ჟურნალისტებისთვის.

ფესტივალი ივლისის ბოლოს ,,გუდვილის’’ საბურთალოს ფილიალში გაიმართება და 2 დღეს გასტანს.
მონაწილეობის მსურველი კომპანიები ორგანიზატორებს შეუძლია დაუკავშირდნენ შემდეგ კოორდინატებზე –
info@peritus.ge/558445566

ღონისძიების მედია მხარდამჭერები არიან – რადიო ,,კომერსანტი’’ FM 95.5, commersant.ge, გაზეთი Коммерсант Грузия, BPI.ge, გაზეთი Caucasian Business Week, Newswire.ge.

,,აირჩიე ქართული’’ – სავაჭრო ნიშანი შექმნილია ,,გაყიდვების მართვის კომპანიის’’ მიერ. კომპანიის მიზანია ქართული პროდუქციის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია. კომპანია მცირე და საშუალო კომპანიებს გაყიდვების მართვას, კვლევებს, მარკეტინგის, სარეკლამო და მენეჯმენტის სერვისებს სთავაზობს. კომპანია ორგანიზებას უკეთებს ქართული პროდუქციის გამოფენებს – ,,აირჩიე ქართული’’.

“პერიტუს გრუპი” სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტოა, რომელიც ხუთი წელია ქართულ ბაზარზე არის წარმოდგენილი და ასამდე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. პერიტუსის მომსახურება მოიცავს: ბრენდინგის, პიარისა და ღონისძიებების მენეჯმენტს. ინოვაციური მიდგომები, პროფესიონალი გუნდი და ექსპერტთა ათწლიანი გამოცდილება წარმატებული საქმიანობის წინაპირობაა.

წაკითხულია: 2440