პრესრელიზი
22 ივლისი, 2008
დაუყოვნებლივი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
ბერდია ნაცვლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის
„გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
893 333282 / 923662 ან berdia.natsvlishvili@undp.org.ge
გამოვლინდნენ 2007 წელს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორები
[PUBLICITY.GE] თბილისი, 2008 წლის 22 ივლისი – რესტორანმა „TWO SIDE” უმასპინძლა 2007 წელს გენდერულ თემატიკაზე შექმნილი საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების ავტორების დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალს, რომელიც 2007 წელს გენდერულ თემაზე მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევრისათვის კონკურსის დასკვნითი ნაწილია.
კონკურსი უკვე მეორედ ტარდება და მედიის მზარდ ყურადღებას იპყრობს, როგორც თბილისში, აგრეთვე საქართველოს რეგიონებში. წელს სპეციალურად შექმნილი ჟიურის მიერ, რომლებმაც დეტალურად განიხილეს ყველა ჟურნალისტის მიერ კონკურსში შემოტანილი ნამუშევარი, გამოავლინა სამი გამარჯვებული:
გამარჯვებულ სამ ჟურნალისტს სიგელები და სპეციალური პრიზები გადასცეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ქ-ნ რუსუდან კერვალიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის თანაშემწემ საქართველოში ქ-ნ მატილდა დიმოვსკამ და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელმა, ბ-ნ კახა ხიმშიაშვილმა.
დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, მედია საშუალებების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიება გაიმართა პროექტი “გენდერი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს პარლამენტის მიერ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (SIDA) და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
- დასასრული -