ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
გამოფენას ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად’’ დავით გალეგაშვილი დაესწრო
26/04/2013

პრესრელიზი

26 აპრილი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge
http://www.moa.gov.ge/
ტელ: 237 80 09
მობ: 599 50 26 19

გამოფენას ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად'' დავით გალეგაშვილი დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ,,გაყიდვების მართვის კომპანიის'' და  ,,გუდვილის'' მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაციას ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად'' დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა  და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.  დავით გალეგაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს, „გუდვილს"  და სამინისტროების წარმომადგენლებს.

„ჩვენს ქვეყანას აქვს რესურსი, რომ ჩვენმა პროდუქციამ ღირსეული ადგილი დაიკავოს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც დაიცავს ადგილობრივ ბაზარს არასამართლიანი კონკურენციისაგან", - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

გამოფენა 26 აპრილს გაიხსნა და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 50-მდე მცირე აგროსაწარმო იღებს.

გამოფენაზე წარმოდგენილია  ხილისა და ბოსტნეულის წვენები, ჩაი, თაფლი, ტკბილეული, მურაბები, ჯემები, საწებლები და საკონსერვო ნაწარმი, ასევე  ყველი და  რძის პროდუქტები. საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ  მინერალური წყლების, ჭაჭისა  და  ღვინის მწარმოებელ კომპანიებსაც.

ღონისძიების - ,,აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად'' მიზანია საქართველოს აგრარულ სფეროში მოქმედი მცირე საწარმოების პოპულარიზაცია და მომხმარებლისთვის გაცნობა.

ღინისძიების მხარდამჭერია საქართველოს სოფლის
მეურნეობის სამინისტრო.

წაკითხულია: 2612