ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
განათლების ბაზარს ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება "პიარ კოლეჯი" შეემატა
24/04/2015
განათლების ბაზარს ახალი საგანმანათლებლო დაწესებულება "პიარ კოლეჯი" შეემატა

 

„პიარ კოლეჯი" ახალი ტნერენინგ-ცენტრია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა განათლების ბაზარზე. 

„პიარ კოლეჯი", რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთი დამაარსებლის ედვარდ ბერნეისის სწავლებაზე დაყრდნობით შეიქმნა, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდებს იზიარებს. 

"პიარ კოლეჯში" ოცამდე ქართველი და უცხოელი ტრენერების თეორიული ცოდნა და დიდი პრაქტიკული გამოცდილებაა გაერთიანებული. ტრენინგ-ცენტრის თითოეულ მსმენელს შესაძლებლობა ექნება ეფექტურად შეისწავლოს სტრატეგიული კომუნიკაციების ისეთი საკითები, როგორებიც არის: ორგანიზაციის რეპუტაციის მართვა, კრიზიუსლი კომუნიკაცია, იმიჯმეიკინი, პიარ კამპანიების დაგეგმვა და მართვა.

„პიარ კოლეჯი" ამ ეტაპისთვის მომხმარებლებს პროფესიონალების ერთდღიან მასტერ-კლასებს სთავაზობს. 

სექტემბრიდან კი ცენტრი პიარისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით გრძელვადიან კურსებს დაიწყებს. 

ტრენინგ-ცენტრის სამომავლო გეგმა არაფორმალური სწავლების განსხვავებული მეთოდებიის დანერგვაა, რომელიც თანმიდევრული განათლების კომპონენტებს მოიცავს და მსმენელის მუდმივ სწავლების რეჟიმში ყოფნას გულისხმობს.

„პიარ კოლეჯი" ინდივიდუალური მსმენელების უნარების განვითარებასა და კორპორაციულ ტრენიგ-კურსების ორგანიზებაზე იქნება ორიენტირებული.

 

 

წაკითხულია: 5105