პრესრელიზი
23 მაისი,2013
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო ინფორმაცია:
ლელა ყაჭეიშვილი
+995 599 710030
lelakacheishvili@gmail.com;
katche75@yahoo.com;
info@greens.ge Http://www.greens.ge
განახლებადი ენერგიის საპილოტე პროექტის პრეზენტაცია სამეგრელოს სოფლებში
2013 წლის 23 მაისს 17:00 საათზე ხამისკურის, სოფლად მდგრადი განვითარების ტექნოლოგიების რესურსცენტრში ჩატარდება პროექტის პრეზენტაცია "საქართველოს პერიფერიულ რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით".
პროექტის განხორცილების მიზანი იყო - განახლებადი ენერგორესურსების გამოყენებისა და შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა ადგილობრივი თემების, მოსახლეობის, ხელისუფლების პოტენციალის გაძლიერებით; საქართველოს პერიფერიულ რეგიონებში განახლებად ენერგიაზე სოფლის მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდა შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვისა და გავრცელების გზით; მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, სიღარიბის დაძლევისა და ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ხელშეწყობა საქართველოს 2 რეგიონის 4 თემში; ინსტიტუციონალური პოტენციალის შექმნა, შეთავაზებული ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებისათვის სპეციალურად მომზადებული ტრენერებისა და ოსტატების საშუალებით; არსებული გამოცდილების გამოყენება - ფინანსური, ინსტიტუციონალური და სამართლებრივი მექანიზმების შემდგომი დამუშავებისათვის, მოცემული მდგრადი ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვისათვის.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 4 სოფელში შედგა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლების წარმომადგენლებთნ. შეირჩა საინიციატივო ჯგუფები და ბენეფიციარები სადემონსტრაციო პროექტებისათვის. მოხდა ოსტატების შერჩევა, რომლებსაც ჩაუტარდათ სასწავლო წვრთნა. ხამისკურსა და საგარეჯოს მდგრადი ტექნოლოგიების რესურსცენტრებში: მზის კოლექტორის, ხილისა და ბოსტნეულის საშრობების, ენერგოეფექტური სათბურის, მარტივი ტიპის მზით სახლის გათბობის სისტემების მშენებლობის საკითხებზე.
პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში ხობის რაიონის სოფლებში ხამისკური და ხეთა, ასევე საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავსა და ყვარელის რაიონის სოფელ შილდაში დამონტაჟდა
პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო-ს და სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის „ნათელი II"-ის ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით და Winrock International Georgia-ს ხემძღვანელობით.
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური