27 თებერვლი,2014
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
გვანცა კიკალიშვილი
599 799 646
დღევანდელ პრეზენტაციაზე ორგანიზაცია "ჰურიდოქსის" წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს ახალი პორტალის მუშაობის პრინციპები, როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია, როგორ ადევნონ თვალი ინფორმაციის გამოთხოვის პროცესს.
პრეზენტაციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ opendata.ge მნიშვნელოვანი რესურსია ჟურნალისტებისთვის და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაში.
პრეზენტაციაში მონაწილეობდა რუსუდან მიქელიძე, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს პორტალი ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსია.
opendata.ge 2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. შექმნის დღიდან, პორტალმა გააერთიანა 110 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. opendata.ge-ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი.